ისტორიაში პირველად კოლუმბიის დედაქალაქს ქალი მერი ჰყავს

793

კოლუმბიის დედაქალაქ ბოგოტის მერი 49 წლის კლაუდია ლოპესი გახდა. Euronews-ის ინფორმაციით, ისტორიაში ეს პირველი შემთხვევაა, როცა ამ ქალაქში მერის თანამდებობას ქალი დაიკავებს.

ლოპესი მემარჯვენე პარტიას წარმოადგენდა და არჩევნებში ხმების 35% მოიპოვა. ახალი მერის მთავარი დაპირება ქალაქში უსაფრთხოების ნორმების გაძლიერება, ბავშვთა უფლებების დაცვა და საგანმანათლებლო სფეროს გაძლიერება იყო.

ყოფილი სენატორი და ვიცეპრეზიდენტობის კანდიდატი მერის უფლებამოსილების განხორციელებას 2020 წლის დასაწყისიდან შეუდგება.

კოლუმბიაში, დედაქალაქის მერის პოსტი, პრეზიდენტის შემდეგ, ყველაზე მნიშვნელოვან თანამდებობად მიიჩნევა.