ბეგიაშვილი: მიმდინარე წელს ადგილობრივი ბიუჯეტიდან მუნიციპალიტეტებში 8 ბაღის მშენებლობა დაფინანსდა

889

წინა სტატია

საჯარო სკოლების და სკოლამდელი აღზრდის დაწესებულებების ინფრასტრუქტურის მშენებლობა-რეაბილიტაციის მიმართულებით, წელს არსებული ვითარება და სამომავლო გეგმები პარლამენტის რეგიონული პოლიტიკისა და თვითმმართველობის კომიტეტს დღეს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრის მოადგილემ ილია ბეგიაშვილმა გააცნო.

ბეგიაშვილის განცხადებით, მიმდინარე წელს, ადგილობრივი ბიუჯეტიდან მუნიციპალიტეტებში დაფინანსდა 8 ბაღის მშენებლობა, რასაც 4 მილიონ ლარზე მეტი მოხმარდა, ხოლო სხვადასხვა სახის რეაბილიტაცია ჩაუტარდა 213 ბაღს და ამისთვის 6 მილიონ ლარზე მეტი დაიხარჯა.

ასევე, რეგიონებში განსახორციელებელი პროექტების ფონდიდან, მიმდინარე წელს, 6 ბაღის მშენებლობა (ღირებულებით 1 350 ათასი ლარი) დაფინანსდა, ხოლო 46 ბაღის რეაბილიტაციას 7 მლნ ლარამდე მოხმარდა.