ილია ბეგიაშვილი: 640 სკოლას მცირე სარეაბილიტაციო სამუშაოები ჩაუტარდა

530

რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრის მოადგილემ ილია ბეგიაშვილმა, პარლამენტის რეგიონული პოლიტიკისა და თვითმმართველობის კომიტეტს დღეს, საჯარო სკოლების და სკოლამდელი აღზრდის დაწესებულებების ინფრასტრუქტურის მშენებლობა-რეაბილიტაციის მიმართულებით წელს არსებული მდგომარეობა და სამომავლო გეგმები გააცნო.

მინისტრის მოადგილის ინფორმაციით, საქართველოს მთავრობის განკარგულებით, მუნიციპალიტეტებისათვის წელს 40 მილიონ ლარამდე გამოიყო და ეს თანხა ქვეყნის მასშტაბით 640 სკოლის მცირე სარეაბილიტაციო სამუშაოს მოხმარდა. ზაფხულის განმავლობაში, არდადეგების დროს, დასრულდა ძირითადი სამუშაოები – მოეწყო სველი წერტილები, გათბობის სისტემები, ელექტროგაყვანილობა, მინიმოედნები, შეიცვალა კარ-ფანჯრები და რეაბილიტაცია ჩაუტარდა სპორტ-დარბაზებს.