Conti International-მა შეცვალა პროექტიდან გასვლის გადაწყვეტილება და ანაკლიის ღრმაწყლოვანი პორტის აქციონერად რჩება, – ნათქვამია “ანაკლიის განვითარების კონსორციუმის“ მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.
Conti International“-ის აქციების წილი 42,18%-ს შეადგენს. Conti ჯგუფმა “ანაკლიის ღრმაწყლოვანი პორტის აქციონერების“ რიგებიდან გასვლის შესახებ 2019 წლის აგვისტოში განაცხადა.
ამასთან, “ანაკლიის განვითარების კონსორციუმის“ 4%-ის მფლობელი ჰოლანდიური Van Oord-ი გახდა.
ანაკლიის ღრმაწყლოვანი პორტის მშენებლობა 2017 წლის დეკემბერში დაიწყო. პორტის პირველი ფაზის მშენებლობის დასრულება და პირველი გემების მიღება 2020 წლის ბოლოსკენ იგეგმებოდა.