ზუგდიდის სოფელ რუხში ავტოსადგომის მშენებლობაზე მილიონ ლარზე მეტი დაიხარჯება

583
ზუგდიდის მუნიციპალიტეტის სოფელ რუხში, ავტობუსების სადგომი და დამხმარე შენობა-ნაგებობა აშენდება. მერიამ მშენებლობის მომსახურებაზე ტენდერი 23 ოქტომბერს გამოაცხადა, რომლის სავარაუდო ღირებულება 1 305 645 ლარია.
ავტობუსების სადგომი, სოხუმის ქუჩის მე-6 შესახვევში, ყოფილი ატეკას ტერიტორიაზე განთავსდება.

სატენდერო დოკუმენტაციის თანახმად, გამარჯვებულმა კომპანიამ 2019 წელს არაუმეტეს 200 000 ლარის ღირებულების სამუშაოები უნდა შეასრულოს, ხელშეკრულების გაფორმებიდან არაუგვიანეს 40 დღის ვადაში. მეორე ეტაპი კი, 2020 წელს უნდა დაიწყო და 1 105 645 ლარის ღირებულების სამუშაოები შესრულდეს.

ოფიციალური ინფორმაციით, მერიის შეკვეთის საფუძველზე ტერიტორიაზე ჩატარდა საინჟინრო გეოლოგიური კვლევა.