იაპონიის მთავრობის მხარდაჭერით ადიგენში წყალმომარაგების სისტემის რეაბილიტაცია განხორციელდა

813

იაპონიის მთავრობის მხარდაჭერით ადიგენის მუნიციპალიტეტის სოფელ ნაქურდევსა და სოფელ ხევაშენში წყალმომარაგების სისტემის მშენებლობა დასრულდა. პროექტის ფარგლებში გაიზარდა წყლის დებეტი და სოფლებში საუბნო და ინდივიდუალური დაქსელვა განხორციელდა,სისტემა სუფთა სასმელი წყლით უზრუნველყოფს სოფლად მცხოვრებ ასეულობით ადამიანს. სამუშაოები 2016 წლის გაზაფხულიდან დაიწყო, მისი ღირებულება 85 904 აშშ დოლარს შეადგენდა.დღეს იაპონიის საგანგებო და სრულუფლებიანმა ელჩმა საქართველოში ტოშიო კაიტანიმ, სამცხე-ჯავახეთის გუბერნატორმა აკაკი მაჭუტაძემ, ადიგენისა და ახალციხის მაჟორიტარმა დეპუტატმა გიორგი კოპაძემ და ადიგენის მუნიციპალიტეტის გამგებელმა ზაქარია ენდელაძემ არასამთავრობო ორგანიზაცია ,,world vision საქართველოს“ წარმომადგენლებთან ერთად პროექტი ადგილზე მოინახულეს დასაზეიმო ვითარებაში გახსნეს, როგორც პროექტის მხარდამჭერები ასევე ადგილობრივი მოსახლეობა განხორცილებული სამუშაოებით კმაყოფილია.