გორი ჩინეთის ქალაქ იუნფუს დაუმეგობრდა

120

გორი ჩინეთის ქალაქ იუნფუს დაუმეგობრდა, დაძმობილების დოკუმენტს ხელი ქალაქ იუნფუს მერმა ვან შენმა და გორის მერმა კონსტანტინე თავზარაშვილმა მოაწერეს. შეთანხმება სამეცნიერო, ეკუნომიკურ, საგანმანათლებლო და სხვა სფეროებში თანამშრომლობას ითვალისწინებს.

როგორც გორის მერიაში აცხადებენ, დაძმობილების ინიციატივა ჩინეთის ქალაქ იუნფუს ხელმძღვანელობას ეკუთვნის.

“ქალაქ იუნფუს ხელისუფლების წარმომადგენლებმა გორის მუნიციპალიტეტთან თანამშრომლობის გადაწყვეტილება საქართველოში ერთ-ერთი ოფიციალური ვიზიტის ფარგლებში ქალაქის დაათვალიერეს შემდეგ მიიღეს. მათ თანამშრომლობის დოკუმენტის გასაფორმებლად გორის მერი ჩინეთში მიიწვიეს. კონსტანტინე თავზარაშვილი ჩინეთში 5 დღიანი ვიზიტით იმყოფებოდა.

შეთანხმების ფარგლებში გუნდიანის პროვინციის ხელისუფლების ხელმძღვანელი პირები გორს ოფიციალური ვიზიტით 26 ოქტომბერს ესტუმრებიან”, – განმარტავენ მერიაში.