ფოთის მერიამ საახალწლო დეკორაციებისთვის 220 320 ლარი გამოყო

823

ფოთის საახალწლოდ მოსართავად ქალაქის მუნიციპალიტეტის მერიამ 220 320 ლარის ღირებულების ტენდერი გამოაცხადა.

სატენდერო დოკუმენტაციის მიხედვით, საახალწლო დეკორაციებს – განათებებს და სათამაშოებს შეიძენენ. ამასთან, სამუშაოები არსებული 17 მეტრის სიგრძის ნაძვის ხის კონსტრუქციის მონტაჟს და გაწყობასაც ითვალისწინებს.

სამუშაოები ხელშეკრულების დადებიდან 2019 წლის 20 დეკემბრის ჩათვლით უნდა განხორციელდეს.