აბაშის მუნიციპალიტეტში იპოდრომის კეთილმოწყობის სამუშაოები მიმდინარეობს

1344

აბაშის მუნიციპალიტეტში იპოდრომის კეთილმოწყობის სამუშაოები მიმდინარეობს. პროექტის ფარგლებში განახლდება მაყურებელთათვის ძელსკამები. ასევე, განხორციელდება იარუსებზე შემორჩენილი ხის ძელების დემონტაჟი, არსებული იარუსის რკინის მთლიანი კონსტრუქცია შეიღებება, გასწორდება და  ანტიკოროზიული საღებავით და ძელსკამის კარკასზე ხის დამუშავებული ძელები დამაგრდება. სამუშაოები ადგილობრივი ბიუჯეტიდან ფინანსდება 4144 ლარით და შ.პ.ს. „ჯი ემი JM“ ასრულებს.