ცხინვალის რეჟიმი: ქართული უსაფრთხოების ძალები საზღვართან ფართომასშტაბიან პროვოკაციას ამზადებენ

663

წინა სტატი

სტატიის გაგრძელება

ოკუპირებული სამხრეთ ოსეთის ე.წ. სახელმწიფო უშიშროების კომიტეტმა (კგბ) გაავრცელა განცხადება, რომელშიც ლაპარაკია იმაზე, რომ თითქოს საქართველოს სპეცსამსახურები ე.წ. საზღვრის რეგიონში დესტაბილიცაზიის კერის შექმნას ცდილობენ უკანასკნელი ორი თვის განმავლობაში.

“სოფელ წნელისთან განთავსებული უკანონო საგუშაგო და ქართული უსაფრთხოების ძალების მოქმედება საზღვარზე მნიშვნელოვნად ზრდის სამხედრო საფრთხის რისკს და შესაძლოა, ღია შეიარაღებული კონფლიქტის გამომწვევი მიზეზიც გახდეს, – ამის შესახებ ინფორმაციას სააგენტო „სპუტნიკი“ საუკუპაციო რეჟიმის ე.წ. უშიშროების კომიტეტზე დაყრდნობით ავრცელებს.

„ქართველი პროვოკატორები არ წყვეტენ რევანშისტულ მისწრაფებებს და სამხრეთ ოსეთ-საქართველოს საზღვარზე არასტაბილურობის კერას ქმნიან. საქართველოს სპეცსამსახურები კი ბოლო ორი თვის განმავლობაში დეზინფორმაციას ავრცელებენ და შეცდომაში შეჰყავს არა მხოლოდ ქართველი მოსახლეობა, არამედ საქართველოს პოლიტიკური ლიდერები,“ – აცხადებს “უშიშროების კომიტეტის” პრესცენტრის ხელმძღვანელი ეკატერინა ბიაზროვა.

მისივე თქმით, ქართული უსაფრთხოების ძალები აღნიშნულ ტერიტორიაზე ფართომასშტაბიანი პროვოკაციის მოსაწყობად ემზადებიან.

“სოფელ კოდაში, აბანოში, კობში, წაღვლსა და ატოცში არსებულ საზღვართან ზღუდავენ ქართველი აქტივისტების, მედიისა და არასამთავრობო ორგანიზაციების გადაადგილებას, რათა თავიდან აიცილონ იქ არსებული სიტუაციის ობიექტური შეფასება. სამხრეთ ოსეთის დასახლებასთან ქართული საგუშაგოებისა და პოლიციელების ყოფნა სამხედრო საფრთხის რისკებს ზრდის, რამაც შესაძლოა, შეიარაღებული შეტაკება გამოიწვიოს,” – ამბობს ბიაზროვა.

წნელისი-ჩორჩანა-წაღვლის მიმართულებით ვითარება აგვისტოში გამწვავდა, როცა ჩორჩანის ტყეში საქართველოს საპოლიციო საგუშაგო ჩადგეს. საპასუხოდ საოკუპაციო ძალებმა ჩორჩანის მიმართულებით ტყეში დაახლოებით კილომეტრნახევრით, თბილისის მიერ კონტროლირებულ ტერიტორიაზე შემოიწიეს და ორი ე.წ. საგუშაგო მოაწყვეს. ამ ინფორმაციას ადასტურებს ევროკავშირის სადამკვირვებლო მისია. ამჟამად წნელისიდან საოკუპაციო ძალების წარმომადგენლებს ე.წ სასაზღვრო საგუშაგოებისკენ ახალი გზა გაჰყავთ.