ზუგდიდის ბოტანიკური ბაღის მშენებლობა ნოემბერში დასრულდება

96

წინა სტატია

ზუგდიდის ბოტანიკური ბაღის რეაბილიტაცია ნოემბერში დასრულდება,

პროექტი ბაღის ტერიტორიაზე არსებული შენობების რეაბილიტაციას, წყალმომარაგების სისტემების, არსებული ხელოვნური ტბის წყალმომარაგებისა და სათავე ნაგებობის, სასეირნო ბილიკების მოწყობას ითვალისწინებს.  გარდა ამისა, აშენდება საზოგადოებრივი საპირფარეშოები და შესასვლელში მოეწყობა სალაროსა და დაცვისთვის ჯიხურები

როგორც მუნიციპალური განვითარების ფონდში აცხადებენ, ზუგდიდის ბოტანიკურ ბაღში ინფრასტრუქტურა დაზიანებული იყო და რეაბილიტაციას საჭიროებდა

“სარეაბილიტაციო სამუშაოები 2018 წლის იანვარში დაიწყო და მიმდინარე წლის ნოემბერში დასრულდება. პროექტი მსოფლიო ბანკის ფინანსური მხარდაჭერით ხორციელდება და მისი ღირებულება 11 231 524 ლარია. ზუგდიდის ბოტანიკური ბაღის კეთილმოწყობა ხელს შეუწყობს ტურისტებისა და დამსვენებლების რაოდენობის ზრდას. ამასტან, შეიქმნება ხელსაყრელი პირობები ტურისტული პოტენციალის განვითარებისთვის”, – განმარტავენ მუნიციპალური განვითარების ფონდში.