ცხინვალის რეჟიმი: ,,გამშვებ პუნქტებზე გამარტივებული მიმოსვლა შეწყდა”

664

დეფაქტო სამხრეთ ოსეთის უშიშროების კომიტეტის გადაწყვეტილებით, “რაზდახანისა” და “სინაგურის” გამშვებ პუნქტებზე გამარტივებული მიმოსვლა შეწყდება. ამის შესახებ განცხადებას დეფაქტო რესპუბლიკის ე.წ. კაგებე ავრცელებს.

“კაგებეს” წარმომადგენლის ცნობით, შეზღუდვა ეხება ჯავისა და ახალგორის მოსახლეობას, რომლებიც ამ პუნქტებით სარგებლობენ და საქართველოს ხელისუფლების დაქვემდებარებულ ტერიტორიებზე ხშირად გადადიან, ძირითადად, ჰუმანიტარული და საყოფაცხოვრები საკითხების მოსაგვარებლად.

,,არსებული ვითარებიდან გამომდინარე, პროვოცირების თავიდან ასაცილებლად და საქართველოსთან სახელმწიფო საზღვარზე უსაფრთხოების უზრუნველსაყოფად, მიღებულ იქნა გადაწყვეტილება სასაზღვრო გამშვებ პუნქტზე, მოქალაქეებისა და სატრანსპორტო საშუალებების გავლის გამარტივებული წესით შეჩერება.

“კაგებე” ასევე აცხადებს, რომ 14–დან 20-ოქტომბრამდე, ე.წ. საზღვრის სხვადასხვა მონაკვეთში რვა ადამიანი დააკავეს, რომელთაგან: ერთი იყო “სახელმწიფო საზღვრის” დამრღვევი; შვიდი – “სასაზღვრო რეჟიმის”.

ცხინვალის რეჟიმი დეფაქტო რესპუბლიკის მოქალაქეებსა და სტუმრებს, რომლებიც გეგმავს შესვლას სამხრეთ ოსეთის დე ფაქტო სასაზღვრო ზონაში მდებარე ადგილებში, თან იქონიონ შესაბამისი დოკუმენტები.

”საპროცესო მოქმედებების შედეგად, განხორციელდა ადმინისტრაციული ზომები სახელმწიფო საზღვარზე არსებული ადმინისტრაციულ-სამართლებრივი რეჟიმის დამრღვევთა წინააღმდეგ და ჩატარდა ახსნა-განმარტებითი სამუშაოები. მოგვიანებით, ხუთი ადამიანი დააჯარიმეს, სამი კი გააფრთხილეს,” – აღნიშნულია “კაგებეს” განცხადებაში.

ცხინვალის რეჟიმი მოქალაქეებს ურჩევს, რომ ე.წ. სასაზღვრო ზონაში ეკონომიკურ და სხვა საქმიანობაში ჩართულმა პირებმა დროულად შეადგინონ დოკუმენტები, რათა ეკონომიკური საქმიანობის განხორციელების ნებართვა მიიღონ.