საქართველოს რეგიონებში განსახორციელებელი პროექტების ფონდიდან ზუგდიდის მუნიციპალიტეტისთვის 2 190 744 ლარი გამოიყო

587

ზუგდიდის მუნიციპალიტეტის ინფორმაციით, საქართველოს რეგიონებში განსახორციელებელი პროექტების ფონდიდან ზუგდიდის მუნიციპალიტეტისთვის 2 190 744 ლარი გამოიყო.

გამგეობის ინფორმაციით, სახელმწიფო შესყიდვების განხორციელებასთან დაკავშირებით შექმნილმა სატენდერო კომისიამ ტენდერი შემდეგ პროექტებზე გამოაცხადა:

ზუგდიდის მუნიციპალიტეტის ახალაბასთუმანის ადმინისტრაციულ ერთეულში, ცენტრთან დამაკავშირებელი გზის მონაკვეთის (წერეთლის ქუჩის) სარეაბილიტაციო სამუშაოების შესყიდვა. შესყიდვის სავარაუდო ღირებულება: 211 000 ლარი;

ზუგდიდის მუნიციპალიტეტის ოქტომბერის ადმინისტრაციულ ერთეულში, ოქტომბერის ცენტრიდან, ყოფილი პროფტექნიკური სასწავლებლის, ახალკახათის გავლით (ზუგდიდი-ანაკლიას საავტომობილო გზამდე), საავტომობილო გზის რეაბილიტაციის სამუშაოების შესყიდვა. შესყიდვის სავარაუდო ღირებულება: 221.000

ზუგდიდის მუნიციპალიტეტის ნაცატუს ადმინისტრაციულ ერთეულში ზუგდიდი-წალენჯიხის ცენტრალური გზიდან, ნაცატუს მიმართულებით წალენჯიხის მუნიციპალიტეტის საზღვრამდე საავტომობილო გზის რეაბილიტაციის სამუშაოების შესყიდვა. შესყიდვის სავარაუდო ღირებულება: 250 600 ლარი;

ზუგდიდის მუნციპალიტეტის ცაიშისა და ცაცხვის ადმინისტრაციულ ერთეულებში (კურორტის მონაკვეთი) საავტომობილო გზის რეაბილიტაციის სამუშაოების შესყიდვა. შესყიდვის სავარაუდო ღირებულება: 204 400ლარი;

ზუგდიდის მუნიციპალიტეტის ჭკადუაშის ადმინისტრაციულ ერთეულში გზის რეაბილიტაციის (მეორე ეტაპი) სამუშაოების შესყიდვა. შესყიდვის სავარაუდო ღირებულება: 186 544ლარი;

ზუგდიდის მუნიციპალიტეტის კორცხელის ადმინისტრაციულ ერთეულში მოწყობილი წყალმომარაგების დამატებითი სამუშაოების შესყიდვა. შესყიდვის სავარაუდო ღირებულება: 50 792 ლარი;

ზუგდიდის მუნიციპალიტეტის ინგირის ადმინისტრაციულ ერთეულში გზის რეაბილიტაციის (ბარათაშვილის ქუჩა) სამუშაოების შესყიდვა. შესყიდვის სავარაუდო ღირებულება: 169 700ლარი;

პროექტები საქართველოს რეგიონებში განსახორციელებელი პროექტების ფონდისა და ზუგდიდის მუნიციპალიტეტის გამგეობის თანადაფინანსებით განხორციელდება.