როდის დასრულდება გურჯაანში ახალი ბაზრის მშენებლობა

88

გურჯაანში აგრარული ბაზრის მშენებლობა ინტენსიურ რეჟიმში მიმდინარეობს. ადმინისტრაციის ინფორმაციით, ახალი ბაზარი ნოემბრის ბოლოს გაიხსნება და ის თანამედროვე სტანდარტებს დააკმაყოფილებს. ამის შესახებ ინფორმაციას გურჯაანის ტელევიზია ავრცელებს.

პროექტის მიხედვით ხორცისა და ყველის სექციები დახურულ სივრცეში განთავსდება, ბოსტნეულისთვის კი დახლები ცალკე გაკეთდება. შეგახსენებთ, რომ ბაზრის მშენებლობა 4 თვის წინ დაიწყო.