დახარჯული მილიონები და ტროტუარები ქობულეთში უსინათლოთა ბილიკის გარეშე

67

დახარჯული მილიონობით ლარი და ყურადღების მიღმა დარჩენილი უსინათლოები ქობულეთში. ამ თემაზე სიუჟეტს ტვ25 ავრცელებს.

სიუჟეტში ნათქვამია, რომ მუნიციპალიტეტის ხელმძღვანელობამ ხალხის ფული ისე დახარჯა რომ ხალხის საჭირობები არ გაითვალისწინა. რამდენიმე დასახლებაში მოწესრიგდა საგზაო ინფრასტრუქტურა, თუმცა უსინათლოები მხედველობიდან გამორჩათ.

მიუხედავად იმისა, რომ ალექსი წეველიძეს თანამედროვე სტანდარტის უსინათლოთა ხელჯოხი აქვს,  ამ ტერიტორიაზე გადაადგილება დამოუკიდებლად მაინც არ შეუძლია. მიზეზი მარტივია. ქობულეთის მერიამ, ე.წ ემტეესის დასახლებაში ტროტუარი ისე მოაწყო, რომ უსინათლების საჭიროებები არ გაუთვალისწინებია.

ახალი ტროტუარი გააკეთდა  გელაურშიც. ორივე დასახლებაში საგზაო ინფრასტრუქტურის მოწყობაში, ადგილობრივმა ხელისუფლებამ 2 მილიონ ლარზე მეტი დახარჯა. თუმცა უსინათლეობი მხდეველობიდან აქაც გამორჩათ.

არასამთავრობო ორგანზიაცია ,,უსინათლოთა კავშირის“ ერთ-ერთი დამფუძნებელი ქობულეთის მერიაში იმ კომისისი წევრიცაა, რომელიც შეზღუდული შესაძლებლობების მქონე ადამიანების საჭიროებებზე მუშაობს. ალექსი წეველიძის თქმით, მერია მათ რეკომენდაციებს არ ითვალისწინებს

ორგანიზაციის ინფორმაციით, მუნიციპალიტეტში, ოფიციალურად 60 – მდე უსინათლოა, თუმცა არაოფიციალური მონაცემებით ეს რიცხვი 100 -ს აღემატება.  მათი საჭიროებები არ იქნა გათვალისიწნებული არც ე. წ კარიერის დასახლებაში განხორციელებული პროექტისას, შედეგად კი სპეციალური საჭიროების მქონე პირებს, გაადაგილება რისკის ქვეშ უწევთ.

დახარჯული მილიონები და შეზღუდული შესაძლებლობების მქონე პირები ადაპტირებული გარემოს გარეშე –  ხელისუფლების ოპონენტები ბიუჯეტის არამიზნობრივ ხარჯვაზე საუბრობენ.

ირკვევა, რომ მერიამ პროექტები ისე დაგეგმა და განახორციელა, რომ უსინათლების საჭიროებები არ გაითვალისწინა. რატომ  მოხდა ასე?  – დღეს ამ კითხვაზე პასუხის გაცემა არც ქობულეთის მერის მოადგილეს და არც ინფრასტრუქტურის სამსახურის უფროსს არ სურდა. საბოლოდ კი, კითხვებზე პასუხის გაცემა უწყების პრესამსახურს მოუხდა.  ჩვენი არაერთი კითხვის მიუხედავად ხაბაზი ერთსა და იმავეს იმეორებდა.

უსინათლოთა ბილიკი არც მერიის შენობასთან მისასვლე გზაზეა მოწობილი.