კალაძე: ტაქსების რეფორმა შედგა, მოსახლეობას A კატეგორიის 11 ათასი ტაქსი მოემსახურება

540

მოსახლეობას A კატეგორიის 11 ათასი ტაქსი მოემსახურება. ამის შესახებ თბილისის მერმა, კახა კალაძემ დედაქალაქის მთავრობის სხდომაზე განაცხადა.

“ტაქსის რეფორმა მართლაც წარმატებული გამოდგა, მიუხედავად იმისა რომ ოპონენტების მხრიდან მოდიოდა შემოტევები ამ რეფორმაზე. დღეს კიდევ ერთხელ შეგვიძლია თამამად ვთქვათ რომ რეფორმა შედგა. პროცესი წარმატებით მიმდინარეობს. სტატისტიკის სახით გეტყვით რომ, A კატეგორიის ტაქსები ქალაქში დაახლოებით 11 ათასია რეგისტირებული, რომელიც ემსახურება მოსახლეობას. ყოველდღიურად იცვლება რიცხვი, იმატებს,”- ამბობს კალაძე.