ვიცეპრემიერი და ანაკლიის კონსორციუმის დირექტორი პარლამენტში დაბარებაზე დეპუტატებს პასუხობენ

420

წინა სტატია

პოლიტიკური სანახაობა არც მთავრობას და არც ანაკლიიის განვითარების კონსორციუმს სჭირდება. მხარეები მზად არიან საქმიანი შეხვედრისთვის, – ასე უპასუხეს ინფრასტრუქტურის მინისტრმა მაია ცქიტიშვილმა და “ანაკლიის განვითარების კონსორციუმის“ გენერალურმა დირექტორმა ლევან ახვლედიანმა დეპუტატებს, რომლებიც მათ პარლამენტში, ღია ფორმატის შეხვედრაზე იბარებენ.  ინფორმაციას იმედინიუსი ავრცელებს.

“ანაკლიის განვითარების პროექტს არ სჭირდება კიდევ ერთი პერფორმანსი და პარლამენტში ღია განხილვის მოწყობა. ჩვენ ამ შეხვედრებს აუცილებლად გამართავთ იმ სამუშაო ფორმატში და არა პარლამენტში, რომელიც ორივე მხარეს საშუალებას მოგვცემს ამ პროექტის წარმატებისთვის აუცილებელი გამოსავალი მოვძებნოთ“, – განაცხადა მაია ცქიტიშვილმა.

“პოლიტიკური შოუს მოწყობა ჩვენს ინტერესებშიც არ შედის.. ჩვენ თუ მივალთ [პარლამენტში] ჩვენ გვინდა რომ ეს იყოს საქმიან გარემოში და საქმიან ვითარებაში მივაწოდოთ ის მნიშვნელოვანია ინფორმაცია“, – განაცხადა ლევან ახვლედიანმა.

პორტის მნიშვნელობაზე, პრობლემებსა და გამოწვევებზე სასაუბროდ დამოუკიდებელმა დეპუტატებმა მხარეები პარლამენტში მიიწვიეს. დეპუტატების აზრით, “ანაკლიის ღრმაწყლოვანი პორტის“პროექტის საკითხის სიმწვავიდან გამომდინარე, აღნიშნული შეხვედრა საშუალებას მისცემს ყველა მხარეს ღიად ისაუბროს ანაკლიის პორტის თემაზე, რათა საზოგადოებამ ამომწურავი პასუხები მიიღოს და ორივე მხარის პოზიცია გაიგოს.

ყოფილი თანაგუნდელების პათოსს მმართველ გუნდში არ იზიარებენ და განმარტავენ, რომ ასეთი ფორმატის შეხვედრის აუცილებლობა წლის ბოლოს იქნება.