გორის მერია: ატენში წყალმომარაგების სისტემის სათავე ნაგებობის მოწყობა წლის ბოლომდე დასრულდება

592

გორის მუნიციპალიტეტის სოფელ ატენში წყალმომარაგების სისტემის სათავე ნაგებობის მოწყობა – რეაბილიტაცია მიმდინარეობს.

“პროექტისთვის 335 689 ლარი ადგილობრივი ბიუჯეტიდან გამოიყო. ხელშეკრულების მიხედვით, ტენდერში გამარჯვებულმა კომპანიამ შპს “მშენებელი 80“ სამუშაოები წლის ბოლომდე უნდა დაასრულოს”, – აცხადებენ გორის მერიაში.

მატივე ცნობით, გორის მუნიციპალიტეტის სოფელ ატენის სასმელი წყლის სათავე ნაგებობა, რომელიც სოფელ ბობნევში მდებარეობს, ექსპლუატაციაში 1965 წელს შევიდა.

“2017-2018 წლებში სოფლის წყალმომარაგების სისტემას რეაბილიტაცია ჩაუტარდა სამუშაოების დასრულებიდან ოთხი თვის შემდეგ კი, სათავის შემკრებ ჭაში მოულოდნელად წყლის დებეტმა იკლო. შესაბამისი კვლევებით დადასტურდა, რომ წყლის დაკარგვა სათავე ნაგეგობობის ერთ-ერთი ამორტიზირებული კედლიდან წყლის გაჟონვამ, ასევე, კლიმატურმა პირობებმა გამოიწვია”, – განმარტავენ მერიაში.