ქედის მერის სამოქალაქო მრჩეველთა საბჭომ საინფორმაციო კამპანია დაიწყო

75

ზუნდაგის მრავალფუნქციური სახლის დარბაზში ადგილობრირივ მოსახლეობასთან ქედის მუნიციპალიტეტის სამოქალაქო მრჩეველთა საბჭოს პირველი გასვლითი – საინფორმაციო შეხვედრა გაიმართა.

შეხვედრას საბჭოს წევრებთნ ერთად, მუნიციპალიტეტის მერი ლევან გორგილაძე, არასამთავრობო და დონორი ორგანიზაციების წარმომადგენლები ესწრებოდნენ.

“აღსანიშნავია, რომ საქართველოს მასშტაბით, პირველი პრეცენდენტი შეიქმნა და ქედის მერის სამოქალაქო მრჩეველთა საბჭომ დამოუკიდებლად მოიპოვა გრანტი, რომლის მიზანია ქედის მუნიციპალიტეტის სოფლებში საბჭოს ფუნქციებზე ცნობიერების ასამაღლებელი კამპანიების განხორციელება.

კამპანია “ღია საზოგადოება საქართველომ“ დააფინანსა პროექტი “ქედის მერის მრჩეველთა საბჭოს ინსტიტუციური გაძლიერება“ ფარგლებში”, – ნათქვამია ქედის მერიის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში..

მათივე ცნობით, შეხვედრის მონაწილეებს სპეციალური საინფორმაციო ცნობარი დაურიგდათ, რომელშიც გარდა საკონტაქტო ინფორმაციებისა, აღწერილია მრჩეველთა საბჭოს ფუნქციები, კომპეტენციები, მოქალაქეთა ჩართულობის ფორმები და მექანიზმები.

“მსგავსი ტიპის შეხვედრები ყველა ადმინისტრაციულ ერთეულში გაიმართება”, – ამბობენ მერიაში.