თბილისი-რუსთავის ავტობანის პროექტის ფარგლებში, ფონიჭალის მოსახლეობის ნაწილი საცხოვრებლით დაკმაყოფილებას ითხოვს

1296

სტატიის გაგრძელება

ფონიჭალის მოსახლეობის საინიციატივო ჯგუფის წევრები თბილისი-რუსთავის ავტობანის პროექტის ფარგლებში ალტერნატიული საცხოვრებლით დაკმაყოფილებას ითხოვენ. ამის შესახებ მათ დღეს გამართულ პრესკონფერენციაზე ისაუბრეს.

მათი თქმით, პროექტის განხორციელების შემთვევაში, ფონიჭალაში მდებარე ათამდე კორპუსს საფრთხე ემუქრება.

ჯგუფის წევრები ინფრასტრუქტურის მინისტრთან შეხვედრას ითხოვენ და ამბობენ, რომ მათთან რაიმე სახის შეთავაზებით არავინ მისულა.

საინიციატივო ჯგუფის წევრები აღნიშნავენ, რომ პროექტის განხორციელებას არ ეწინააღმდეგებიან.