ფრეზეთის დევნილთა დასახლებაში განახლებადი ენერგიის პროექტი გაიხსნა

48

ფრეზეთის დევნილთა დასახლებაში, ლიეტუვის რესპუბლიკის მთავრობის დაფინანსებით, განახლებადი ენერგიის პროექტი გაიხსნა. პროექტის ფარგლებში, დამონტაჟდა მზის პანელები, რომლებიც წეროვანის, წილკანისა და ფრეზეთის დევნილთა დასახლებების საჯარო და საგანმანათლებლო დაწესებულებებსა და წყლის მიწოდების სისტემებს მოემსახურება.

როგორც ჯანდაცვის სამინისტროში აცხადებენ, პროექტის შედეგად, ბიუჯეტიდან მნიშვნელოვანი თანხა დაიზოგება, რომელიც დევნილთა სოციალური პირობების გაუმჯობესებას მოხმარდება.

ფრეზეთის დევნილთა დასახლებაში შესრულებული სამუშაოები ლიეტუვის ენერგეტიკის ვიცე მინისტრმა ლინა საბაიტინემ, ლიეტუვის რესპუბლიკის ელჩმა გიედრიუს პუოჯუნასმა, ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრის მოადგილემ გიორგი წოწკოლაურმა და ეკონომიკის და მდგრადი განვითარების მინისტრის მოადგილემ ეკატერინე მიქაბაძემ დაათვალიერეს.