გურჯაანში ყველისა და კულინარიის ფესტივალი გაიმართება

97

26 ოქტომბერს, გურჯაანში ყველისა და კულინარიის ფესტივალი გაიმართება. ფესტივალის ფარგლებში, ქართული ტრადიციული სამზარეულოს პოპულარიზაციის მიზნით ადგილობრივი მოსახლეობისა და ქალაქის სტუმრებისათვის სხვადასხვა ღონისძიება გაიმართება და მოეწყობა ყველისა და სხვა აგროპროდუქტების გამოფენა, ასევე მოამზადებენ ყველის კერძებს.

ღონისძიებას მუსიკალურად ადგილობრივი ეთნო-ანსამბლები, მოწვეული მომღერლები და DJ გააფორმებენ. ფესტივალის დასკვნით ნაწილში კიბოკუზ დოღის (Bocuse d’Or) ფინალისტების კულინარიული შოუ გაიმართება.

მეღვინეობისა და საფესტივალო ქალაქი გურჯაანი ამგვარ ფესტივალს პირველად მასპინძლობს და სტუმრებს ახტალას პარკში, 10 საათიდან მიიღებს.