პრეზიდენტი: თბილისი ტრანზიტული ფრენებისათვის ხელსაყრელი ქალაქია

569

საქართველოს პრეზიდენტმა სალომე ზურაბიშვილმა ტოკიოს მერთან ქვეყნებს შორის პოლიტიკური, ეკონომიკური, კულტურული, სპორტული და ტურისტული მიმართულებების განვითარების საკითხები განიხილა.

პრეზიდენტის თქმით, თბილისი ტრანზიტული ფრენებისათვის ხელსაყრელი ქალაქია და ამ მიმართულებით მუშაობა ქვეყნის ეკონომიკას გააძლიერებს.

პრეზიდენტის ადმინისტრაციის ცნობით, ტოკიოს მერმა აღნიშნა, რომ ამ ურთიერთობების განვითარებისათვის საჭიროა იაპონიაში საქართველოს შესახებ ცნობადობის გაზრდა, ამისათვის კი, გარკვეული ღინისძიებები უკვე ტარდება და აღსანიშნავია, რომ, იაპონიის სკოლებში უკვე ისწავლება საქართველოს ისტორია.

“დარწმუნებული ვარ, რომ მომავალ თაობებს კიდევ უფრო მეტი ეცოდინებათ საქართველოს შესახებ”, – განაცხადა ტოკიოს მერმა.