“ქართული ოცნება” გორის მერიის თანადაფინანსების პროგრამის გადახედვას გეგმავს

94

გორის მუნიციპალიტეტის საკრებულოში ფრაქცია “ქართული ოცნება-დემოკრატიული საქართველოს” სხდომა გაიმართა. დეპუტატებმა 2020 წლის ბიუჯეტში გასათვალისწინებელ საკითხებზე იმსჯელეს.

ფრაქციის წევრები მუნიციპალიტეტის ახალ ფინანსურ დოკუმენტში თანადაფინანსების პროგრამას განახლებული ვერსიით განიხილავენ.

“შეხვედრაზე ვისაუბრეთ თანადაფინანსების პროგრამის გამჭვირვალეობაზე. ვფიქრობთ, აუცილებელია ცვლილებები შევიტანოთ გაცემის პროცედურებში, დამატებული იქნება გარკვეული საკითხები მეტად გამჭვირვალეობის მიზნით. ახალი წლის ბიუჯეტის დამტკიცებამდე დოკუმენტი მზად იქნება”, – ამბობს მიშა გოგინაშვილი.