გორში მოსახლეობის 90% თვითმმართველობის წარმომადგენელს არ შეხვედრია – კვლევა

702

გორის მუნიციპალიტეტის მოსახლეობის გამოკითხვის მიხედვით, ორი წლის განმავლობაში, ადგილობრივი თვითმმართველობის წარმომადგენელს, მხოლოდ 8,4 % შეხვდა. ამის შესახებ რადიო მოზაიკა წერს. 

კითხვაზე, “ყოფილა თუ არა თვითმმართველობის წარმომადგენელი თქვენს სამეზობლოში?”, გამოკითხულთა 90,8 % უარყოფითად პასუხობს.

მუნიციპალიტეტის მუშაობაში მოსახლეობის ჩართულობის ინტერესის მაჩვენებელი 7.9 % -ია. გამოკითხულთა 59.2 % ამბობს, რომ ადგილობრივი ხელისუფლების მუშაობაში და გადაწყვეტილების მიღების პროცესში ჩართვა არ აინტერესებს.

მოსახლეობის მხრიდან ადგილობრივი თვითმმართველობის საქმიანობისადმი დაბალი ინტერესის ერთ-ერთი გამოვლინებაა ბოლო ერთი წლის მანძილზე საკრებულოს ან მისი კომისიის სხდომებზე მოსახლეობის მხოლოდ 1.5 % -ის დასწრება.

აღნიშნული მონაცემები გორის საინფორმაციო ცენტრმა გამოაქვეყნა.