ზემო ალაზნის სარწყავი სისტემის სათავე ნაგებობას რეაბილიტაცია ჩაუტარდა

705

საქართველოს მელიორაციამ ახმეტის მუნიციპალიტეტში, ზემო ალაზნის სარწყავი სისტემის სათავე ნაგებობის რეაბილიტაცია დაასრულა.

გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს ინფორმაციით, რეაბილიტაცია სათავე ნაგებობის ზედა და ქვედა ბიეფზე არსებულ სარეგულაციო კედლებს ჩაუტარდა; შეკეთდა სათავე ნაგებობის წყალმიმღები კამერა და სწრაფმდენი; რკინაბეტონის პერანგით გაძლიერდა დაზიანებული სათავე ნაგებობის განაპირა და შუალედი ბურჯები; ფარების მართვა აღიჭურვა დისტანციური მართვის სისტემით და კონტროლდება ვიდეო კამერების საშუალებით, რაც საშუალებას იძლევა უხვი ნალექის დროს, მინიმალურ დროში მოხდეს რეაგირება და წყლის მიწოდების რეგულირება. ასევე ჩატარდა ნაპირსამაგრი სამუშაოები, მოეწყო 255 მეტრი სიგრძის გაბიონი. აღნიშნული ღონისძიებები მიმდებარე ტერიტორიის დატბორვისგან დაცვას უზრუნველყოფს. პროექტის ღირებულება 1 125 000 ლარია.

სამელიორაციო ობიექტზე ჩატარებულ სამუშაოებს შპს „საქართველოს მელიორაციის“ გენერალური დირექტორი დავით წითლიძე გაეცნო.