დავით ბერძენიშვილი ოპოზიციურ პარტიებს: 2020 წლის არჩევნების წინ ვივალდებულოთ თვითმმართველი ქალაქების აღდგენა

851

რესპუბლიკური პარტიის ერთ-ერთი ლიდერი, დავით ბერძენიშვილი ოპოზიციურ პოლიტიკურ პარტიებს სთავაზობს, 2020 წლის საპარლამენტო არჩევნების წინ ერთობლივად აიღონ ვალდებულება, რომ 2021 წლის თვითმმართველობის არჩევნებისთვის აღადგენენ თვითმმართველ ქალაქებს და სხვა ქალაქებსაც მიანიჭებენ თვითმმართველის სტატუსს. ამის შესახებ მან facebook-ის საკუთარ გვერდზე წერს.

ის, ასევე, აცხადებს, რომ, თუ პოლიტიკური პარტიები მზად იქნებიან ორდონიანი თვითმმართველობის რეფორმაზე, რესპუბლიკური პარტია მათ საკუთარ კონცეფციას შესთავაზებს.

ბერძენიშვილი იმედს გამოთქვამს, რომ სფეროს სპეციალისტები კანონთა პაკეტის მომზადებაში ჩაერთვებიან.

droa.ge-მ რესპუბლიკური პარტიის კონცეფცია 2017 წლის ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნების წინ გამოაქვეყნა. ამავე პერიოდშია გამოქვეყნებული სხვა პოლიტიკური პარტიების პროგრამებიც.

"სირცხვილიას" თელავის აქციამ შემახსენა. 2020-ის საპარლამენტო არჩევნების წინ ვივალდებულოთ დემოკრატიულმა პარტიებმა, რომ…

Posted by David Berdzenishvili on კვირა, 20 ოქტომბერი, 2019