ჩოხატაურის სამუსიკო სკოლის სრული რეაბილიტაცია დასრულდა

99

ჩოხატაურის მუნიციპალიტეტში სამუსიკო სკოლის სრული რეაბილიტაცია დასრულდა.

როგორც მერიაში აცხადებენ, პროექტის ფარგლებში, გაფართოვდა საკონცერტო დარბაზი და მოეწყო შენობის თბოიზოლაცია.

“პროექტი, რომლის სახელშეკრულებო ღირებულებამ 277 988 ლარი შეადგინა და შპს “ლაგი-მ” შეასრულა, რეგიონებში განსახორციელებელი პროექტების ფონდიდან დაფინანსდა”, – განმარტავენ მერიაში.