ხონში მოსწავლე-ახალგაზრდობის ცენრტის ბაზაზე “ვეტერინარული სკოლა” იხსნება

564

ხონში მუნიციპალიტეტის მერიის, საქართველოს დამსაქმებელთა ასოციაციისა და გერმანული ორგანიზაციის “BWMV.e.V.” ერთობლივი ძალისხმევით მოსწავლე-ახალგაზრდობის ცენრტის ბაზაზე “ვეტერინარული სკოლა” იხსნება.

“პროექტის სამიზნე ჯგუფს წარმოადგენს რეგიონში მცხოვრები 19-დან 29 წლამდე ასაკის 15 ახალგაზრდა. მოკლევადიანი სასწავლო კურსი 1 ნოემბერს დაიწყება 3 თვე გაგრძელდება. სწავლა განხორციელდება პროფესიულ განათლებაში აპრობირებული დუალური მეთოდის გამოყენებით.

პროექტის მხარდამჭერია ა(ა)იპ-სოფლისა და სოფლის მეურნეობის განვითარების სააგენტოს ხონის საინფომაციო-საკონსულტაციო ცენტრი.