ობჩა-როდინაულის დამაკავშირებელი გზის რეაბილიტაციას 3 მილიონზე მეტი მოხმარდება

108

ბაღდათის მუნიციპალიტეტში ობჩა-როდინაულის დამაკავშირებელი საავტომობილო გზის რეაბილიტაცია მიმდინარეობს.

გზის სარეაბილიტაციო სამუშაოებს, რომელსავ კომპანია “C&K- ტექნოლოგი” აწარმოებსს, 3 023 129 ლარს შეადგენს.

“ობჩა-როდინაულის გზით ერთმანეთს ორი მუნიციპალიტეტი უკავშირდება. ამასთან, გზას, დაახლოებით, 3 000-მდე ადამიანი იყენებს.

სარეაბილიტაციო გზის სიგრძე 5 270 მეტრს შეადგენს და მის კაპიტალურ რეაბილიტაციას მუნიცპალური განვითარების ფონდი აფინანსებს”, – განმარტავენ ბაღდათის მერიაში.