სურამის ციხეზე წინასარეაბილიტაციო სამუშაოები დაიწყო

824

საქართველოს კულტურული მემკვიდრეობის დაცვის ეროვნული სააგენტოს ინიციატივითა და დაფინანსებით სურამის ციხის ტერიტორიაზე არქეოლოგიური კვლევა-ძიებისა და გაწმენდის პროცესი დაიწყო.

მათივე ცნობით, მიმდინარე სამუშაოები მიზნად საანგარიშო ინფორმაციის მიღებას ითვალისწინებს, რომლის საფუძველზეც მომდევნო წლისთვის კულტურული მეკვიდრეობის ძეგლის კომპლექსური რეაბილიტაციის პროექტი მომზადდება.

სამუშაოებში, რომელსაც „არქეოლოგიის განვითარების ფონდი“ ახორციელებს, თბილისის ივანე ჯავახიშვილის სახელობის უნივერსიტეტის სტუდენტებიც არიან ჩართულნი.

სურამის ციხეზე დაწყებული წინასარეაბილიტაციო პროცესი, კულტურული მემკვიდრეობის დაცვის ეროვნული სააგენტოს გენერალურმა დირექტორმა ნიკოლოზ ანთიძემ, შიდა ქართლის რეგიონში სახელმწიფო რწმუნებულმა გიორგი ხოჯევანიშვილმა , ხაშურის მუნიციპალიტეტის მერმა გიორგი გურასპაშვილმა, მერის მოადგილე ზურაბ როსებაშვილმა და მუნიციპალიტეტის სხვა წარმომადგენლებმა დაათვალიერეს.