გორის მერიამ საკრებულოსთვის პლანშეტები ვერ შეიძინა

483

წინა სტატია

გორის მერიის მიერ პლანშეტური კომპიუტერების შესაძენად გამოცხადებული ტენდერი არ შედგა. ასმის შესახებ რადიო მოზაიკა წერს.

პლანშეტური ლეპტოპის შესაძენად ტენდერი 2 ოქტომბერს გამოცხადდა, წინადადებების მიღების ვადა კი ისე ამოიწურა, რომ მასში მონაწილეობა არავინ მიიღო.

მერია 40 პლანშეტის შესაძენად 24 000 ლარი გაითვალისწინა.

სატენდერო დოკუმენტაციიდან ირკვევა, რომ მერიას პლანშეტების შეძენა, 2019 წლის ბიუჯეტის ასიგნებიდან, გორის მუნიციპალიტეტის საკრებულოსთვის სურდა.