წლის განმავლობაში სამჯერ გასწორებული და კვლავ ამორტიზებული გზა ბათუმში

59

ბათუმში, ერთ-ერთ ცენტრალურ გზაზე, გოგოლის ქუჩის დაახლოებით კილომეტრიან მონაკვეთზე საგზაო ინფრასტრუქტურა ერთი წელია მოუწერისგებელია და როდის შეკეთდება გზა, მერიაში კონკრეტული პასუხი არ აქვთ. ამის შესახებ ინფორმაციას ტვ25 ავრცელებს.

მედიის ცნობით, გოგოლის ქუჩაზე, დაახლოებით 700 მეტრიან გზის მონაკვეთზე, ბეტონის ფილები ამოცვენილია, ზოგან კი დაზიანებული. ამორტიზებული გზა აზიანებს ავტოსატრანსპორტო საშუალებებს, ამიტომაც პრეტენზიები აქვთ მძღოლებს.

ამ ქუჩაზე მდებარეობს ბათუმის ახალი ავტოსადგურიც. მძღოლები ამორტიზებული გზის გამო ტრანსპორტის ხშირ გაფუჭებაზე საუბრობენ და  შესაბამის უწყებებს პრობლემის მოგვარებას სთხოვენ.

მძღოლების ამბობენ, რომ იმ ფონზე როცა ავტომობილების ტექნიკური დათვალიერება სავალდებულო გახდა, ხელისუფლებამ საგზაო  ინფრასტრუქტურა უნდა მოაწესრიგოს.

ბიუჯეტის არამიზნობრივ ხარჯვაზე საუბრობენ ხელისუფლების ოპონენტები. “ერთიან ნაციონალურ მოძრაობაში” მიიჩნევენ, რომ უმჯობესია ერთიანად, მსხვილი თანხის გამოყოფა და ასფალტ-ბეტონის საფარის დაგება.

ბათუმში, ორმულებისა და ბეტონის ფილების შეკეთებას ტენდერში გამარჯვებული კომპანია შპს ,,გზები“ ახორციელებს. ირკვევა რომ სამუშაოები  წლის განმავლობაში რამდენჯერმე ხორციელდება.  მუნიციპალური ბიუჯეტიდან კი  მიმდინარე წელს  78 ათასი ლარი გამოიყო.

მერიის საქალაქო ინფრასტრუქტურისა და კეთილმოწყობის სამმართველოს უფროსი იწმუნება, რომ ბეტონის ფილების ასფალტის საფარით ჩანაცვლება იგეგმება, თუმცა როდის – ევგენიძეს ზუსტი პასუხი არ აქვს.

ვიდრე მერია პროექტს დაგეგმავს და განახორციელებს,  მძღოლებს კი მოძრაობა კვლავ ამორტიზებულ გზაზე მოუწევთ.