“კრემლის პროპაგანდა მიზანმიმართულად ცდილობს დააპირისპიროს ადამიანები” – დისკუსია ახალციხეში

472

ანტიდასავლური პროპაგანდა, მედია და დეზინფორმაცია, ციფრული უსაფრთხოების საბაზისო უნარები და ტროლების იდენტიფიცირება –ამ თემებთან დაკავშირებით ახალციხეში საინფორმაციო შეხვედრა გაიმართა. ამის შესახებ სამხრეთის კარიბჭე წერს.

შეხვედრა, რომელსაც ადგილობრივი თვითმმართველობის, მედიისა და არასამთავრობო სექტორის წარმომადგენლები ესწრებოდნენ,ომისა და მშვიდობის გაშუქების ინსტიტუტის, მედიის განვითარების ფონდისა და ევროკავშირის სადამკვირვებლო მისიის მხარდაჭერით გაიმართა.

„დღევანდელ ჰიბრიდული ომის ეპოქაში ძალიან მნიშვნელოვანია რომ დავიზღვიოთ თავი საფრთხეებისგან, რომელსაც კრემლის პროპაგადა ავრცელებს მიზნმიმართულად. ცდილობს დააპირისპიროს ადამიანები თავისი ეთნიკური, რელიგიური განსხვავებულობის გამო. ამას ახერხებს ყალბი ინფორმაციის მიზანმიმართულად გავრცელებით. არაერთი მაგალითი გვაქვს, როცა ხელოვნურად ხდება დაძაბვა ვითარების. ამ შემთხევაში სამცხე–ჯავახეთი არის ერთ ერთი სამიზნე, როცა მაგალითად ვრცელდება ინფორმაცია თითქოს ადგილობრივები ნატოში გაწევრიანების შემთხვევაში ქუჩაში გამოდიან და ითხოვენ საქართველოსგან დამოუკიდებლობას. სეპარატისტული განწყობები ღვივდება“,– ამბობს მედიის განვითარების ფონდის აღმასრულებელი დირექტორი თამარ კინწურაშვილი.

შეხვედრაზე ციფრული უსაფრთოების მნიშვნელობასა და კიბერ თავბდასხმების სხვადასხვა სახეებზე, ექსპერტმა მიშა დევსურაშვილმა ისაუბრა. მისი თქმით, ჩვენს მობილურებსა თუ კომპიუტერში შემოღწევისა და კიბერ თავდასხმის სხვადასხვა ხერხი არსებობს, რომლის თავიდან აცილებაც ელემენტარული ცოდნითაც შეიძლება.

„არ არსებობს ტექნოლოგია რომელიც ადამიანს დაიცავს. ადრე თუ შენს კომპიუტერში შემოღწევა ვიღაცას რამდენიმე მოქმედებით შეეძლო, დღეს სულ რაღაც ერთი მოქმედებაა ამისთის საჭირო. მაგალითად თუ სოციალურ ქსელში ან მეილში მოგდით ახლობლისგან ან კოლეგისგან მიმაგრებული ფაილი, თან შეიძლება არ ელოდებოდი ამ გზავნის, უბრალოდ არ ჩამოწერ და არ გახსნი მას. უნდა დაფიქრდე ღირს თუ არა ამ ფაილის ჩამოწერა.არაა აუცილებელი ვიყოთ ჰაკერები იმისთვის, რომ საკუთარი თავი დავიცვათ“.

შეხვედრა სამი საათის განმავლობაში მიმდინარეობდა. მსგავსი ტიპის შეხვედრები ახალქალაქსა და ნინოწმინდაში უკვე ჩატარდა.