საქართველოში ეროვნული პარკების დასაცავად აშშ $1.6 მილიონიან პროგრამას იწყებს

638

ეროვნული პარკების დასაცავად და მათი ეკონომიკური მდგრადობის მისაღწევად ამერიკის მთავრობა დღეიდან $1.6-მილიონიან, ხუთწლიან პროგრამას იწყებს. ინფორმაციას ამერიკის საელჩო ავრცელებს.

„საქართველოს ბუნება ფასდაუდებელია და მისი შენარჩუნება განსაკუთრებით მნიშვნელოვანია. ქვეყნის თვალწარმტაცი ეროვნული პარკების დასაცავად და მათი ეკონომიკური მდგრადობის მისაღწევად ამერიკის მთავრობა დღეიდან იწყებს $1.6-მილიონიან, ხუთწლიან პროგრამას, რომლის მიზანიც საქართველოს ეროვნული პარკების შენარჩუნება და მათთვის ეკონომიკური შესაძლებლობების გაჩენაა“, – აღნიშნულია ინფორმაციაში.