სამგორის რაიონში თვალჭრელიძის ქუჩის სრულ რეაბილიტაცია დაიწყო

816

სამგორის რაიონში, ორხევში, თვალჭრელიძის ქუჩის კაპიტალური რეაბილიტაცია დაიწყო.

“თვალჭრელიძის ქუჩა შემოვლითი გზაა, რომელიც ტრანსპორტს მეტროსადგურ “ვარკეთილის“ გავლის გარეშე, კახეთის გზატკეცილიდან ვარკეთილის მეურნეობას აკავშირებს. თვალჭრელიძის ქუჩაზე ასფალტის საფარი 30 წელზე მეტია არ დაგებულა, ამჟამად კი სრული რეაბილიტაციის ფარგლებში, სანიაღვრე ქსელი და საგზაო ინფრასტრუქტურა ეწყობა”, – განმარტავენ სამგორის რაიონის გამგეობაში.

მათივე ცნობით, მიწისქვეშა კომუნიკაციების მოწესრიგების დასრულების შემდეგ, თვალჭრელიძის ქუჩაზე 17 900 კვ.მ ფართობზე ასფალტის ორფენიანი საფარი დაიგება.

“ასევე, მოეწყობა ბორდიური და ტროტუარი. პროექტის მიხედვით, საერთო ჯამში, 22 810 კვ.მ ფართობის ტერიტორია მოწესრიგდება”, – აცხადებენ გამგეობაში.

როგორც გამგეობაში ამბობენ, ამჟამად, მოსამზადებელი სამუშაოები მიმდინარეობს, რის შემდეგაც, სანიაღვრე ქსელის მოწყობა დაიწყება.

სამუშაოებს, რომლის სახელშეკრულებო ღირებულება 2 065 000 ლარია, გამგეობის დაფინანსებით, კონტრაქტორი კომპანია „ენდი როუდი“ აწარმოებს. პროექტი 2020 წლის მარტში დასრულდება.