რა პრობლემების გადაჭრას ითხოვენ კახეთის რეგიონში მცხოვრები ახალგაზრდები თვითმმართველობისგან

1792

ძაძამუნიციპალური ტრანსპორტის და არაფორმალური განათლების სივრცეების არარსებობა, მაწანწალა ძაღლების პრობლემა, თელავში კინოთეატრის არარსებობა, – ეს იმ პრობლემების მცირე ჩამონათვალია, რის მოგვარებასაც ახალგაზრდები თვითმმართველობებს სთხოვენ. ამის შესახებ კახეთის ხმა წერს.

აღნიშნულ საკითხებზე თელავში ახალგაზრდული ალიანსის „აისი“ მიერ ჩატარებულ შეხვედრაზე იმსჯელეს, რომელსაც თვითმმართველობების, საზოგადოებრივი ორგანიზაციების წარმომადგენლები და ახალგაზრდები ესწრებოდნენ.

თელავში მცხოვრები ანა ჯანელიძე ფიქრობს, რომ ახალგაზრდების თვითრეალიზებისთვის და ლიდერობისთვის საჭირო უნარჩვევების გამომუშავებისთვის, აუცილებელია ქალაქსა და სოფლებში იყოს არაფორმალური განათლების ცენტრები, სადაც ახალგაზრდები შეიკრიბებიან, დააორგანიზებენ შეხვედრას ან ისაუბრებენ მათთვის მნიშვნელოვან საკითხებზე.

“სკოლიდან რომ გამოვდივართ, წასასვლელი არ გვაქვს, რომ საღამოს შევიკრიბოთ, აზრები გავცვალოთ, დავაორგანიზოთ ღონისძიება, არ არის ამისი არც სივრცე, არც თავისუფალი ადგილი. სოფლებში ამ მხრივ ძალიან დიდი პრობლემაა. მაგალითად სოფელ აკურაში ერთადერთი ბიბლიოთეკა ფუნქციონირებს, ისიც საღამოს6 საათამდე და არის საშინელი პირობები. იქ საერთოდ რაიმე ღონისძიებების დაგეგმვაზე ლაპარაკი არც არის’’,- განუცხადა Kნეწს.გე-ს ანა ჯანელიძემ.

თელავის მუნიციპალიტეტის საკრებულოს წევრის, გიგა მამუკელაშვილის თქმით, ახალგაზრდული პრობლემების მოსაგვარებლად აუცილებელია მათთან უშუალო კონტაქტი და დისკუსიებში აქტიური მონაწილეობა.

მისივე თქმით, ახალგაზრდებთან შეხვედრაზე გამოთქმული ინიციატივები დამუშავდება და შესაძლებლობის ფარგლებში მომავალი წლის ბიუჯეტში მისი ასახვა მოხდება.

“მოვისმინეთ ახალგაზრდების ინიციატივები, შეფასებები და შეხედულებები სხვადასხვა საკითხზე. მზად ვართ ვითანამშრომლოთ მათთან, მოვისმინოთ მათი ინიციატივები და შესაბამისად კანონმდებლობის და ჩვენი შესაძლებლობების ფარგლებში ავსახოთ მუნიციპალიტეტის 2020 წლის ბიუჯეტის პროექტში.

როდესაც დგება მუნიციპალური პროგრამები, რომლებიც ახალგაზრდებზეა მორგებული, ეს უნდა კეთდებოდეს უშუალოდ მათთან კონსულტაციებით და კონკრეტული ადამიანები გადაწყვეტილებას არ უნდა იღებდნენ მათ გარეშე. ახალგაზრდებთან უშუალო შეხვედრები მნიშვნელოვანია იმისთვის, რომ ბიუჯეტში ახალგაზრდული მიმართულებები სწორად დაიგეგმოს და ფულიც რაციონალურად სწორად დაიხარჯოს’’,- განაცხადა გიგა მამუკელაშვილმა.

ახალგაზრდული ალიანსის ‘’აისი’’ პრეზიდენტი ბექა ხატიაშვილი აცხადებს, რომ ახალგაზრდებთან შეხვედრები და არსებული პრობლემების მოგვარების გზებზე მსჯელობა მნიშვნელოვანია.

მისივე თქმით, ახალგაზრდების სამეწარმეო უნარების გაძლიერება დადებითად იმოქმედებს რეგიონის ეკონომიკურ გაძლიერებასა და განვითარებაზე.

“შეხვედრაზე განხილული იყო ადგილობრივი პოტენციალი და შესაძლებლობები როგორც ახალგაზრდების განვითარების, ასევე მათი სამეწარმეო უნარჩვევების და ბიზნესის წამოწყების კუთხით.

ვისაუბრეთ ასევე პრობლემებზე, გამოწვევება და მათი გადაჭრის გზებზე. მსგავს დისკუსიებს, რომელშიც თვითმმართველობაც იღებს მონაწილეობას გადამწყვეტი მნიშვნელობა აქვს, რადგან ახალგაზრდები პირისპირ ესაუბრებიან გადაწყვეტილების მიმღებ პირებს, აწვდიან ინფორმაციას და სთხოვენ არსებული პრობლემების მოგვარებას’’,- განაცხადა ბექა ხატიაშვილმა.

შეხვედრა თელავში პროექტის „ახალგაზრდა მეწარმეები საზოგადოების განვითარებისთვის“ ევროკავშირის მხარდაჭერითEღAშMUშ+ პროგრამის ფარგლებში გაიმართა, რომელიც მიზნად ისახავს საქართველოს, სომხეთის, უკრაინისა და მოლდავეთის რეგიონებში მცხოვრები ახალგაზრდების სამეწარმეო კომპეტენციის გაზრდას და ცოდნის დონის ამაღლებას, ევროპული გამოცდილების დანერგვას იტალიის და ესპანეთის საერთაშორისო ორგანიზაციებთან თანამშრომლობის გზით. პროექტს კოორდინაციას უწევს არასამთავრობო ორგანიზაცია ახალგაზრდული ალიანსი „აისი“.