გალის დეფაქტო ადმინისტრაციაში რეორგანიზაცია მიმდინარეობს

775

ოკუპირებული გალის რაიონის ე.წ. ადმინისტრაციის უფროსმა თემურ ნადარაიამ თათბირზე საკადრო ცვლილებების შესახებ ისაუბრა. ინფორმაციას “ლაივპრესი” ადგილობრივ მედიაზე დაყრდნობით ავრცელებს.

გამოცემა “ნუჟნაია გაზეტას“ ცნობით, სოფლის მეურნეობის განყოფილების უფროსად, მანდარინის მეურნეობა “მუხუნჯიას“ ყოფილი დირექტორი, გენრი ტუჟბა დაინიშნა, კულტურისა და განათლების განყოფილების კურატორი გახდა ბესლან ქანთარია, რომელიც ადრე რაიონის განათლების განყოფილებას ხელმძღვანელობდა. მისი ძველი თანამდებობა ასიდა ლაცუჟბამ დაიკავა. სოციალური უზრუნველყოფის განყოფილებას მარიკა ფიფია უხელმძღვანელებს.

როგორც თათბირზე ნადარაიამ განმარტა, საკადრო ცვლილებები მომავალშიც გაგრძელდება.

ცნობისთვის, გალის ე.წ. ადმინისტრაციაში საკადრო ცვლილებებს მოქალაქეები ელოდნენ. გალელები თემურ ნადარაიას შესაძლო შეცვლაზეც საუბრობდნენ.