წნორში ვაჟა-ფშაველას ქუჩაზე გზის სარეაბილიტაციო სამუშაოები მიმდინარეობს

599

წნორში ვაჟა-ფშაველას ქუჩაზე გზის სარეაბილიტაციო სამუშაოები მიმდინარეობს.

სიღნაღის მუნიციპალიტეტის მერიის ინფორმაციით, პროექტი, რომლის ღირებულებაც 364 350 ლარია, ხუთასი მეტრის მანძილზე ორი ფენა ასფალტის საფარის დაგებას ითვალისწინებს.

სარეაბილიტაციო სამუშაოები რეგიონში განსახორციელებელი პროექტების ფონდიდან ფინანსდება.

სიღნაღის მერიის ცნობით, განახლებული საგზაო ინფრასტრუქტურით ასი ოჯახი ისარგებლებს.