“სოფლის მხარდაჭერის პროგრამით“, სენაკის სოფელ ჭალადიდში 8 ინფრასტრუქტურული პროექტი მიმდინარეობს

650

სენაკის მუნიციპალიტეტის ჭალადიდის ადმინისტრაციულ ერთეულში, “სოფლის მხარდაჭერის პროგრამის“ ფარგლებში 8 ინფრასტრუქტურული პროექტი ხორციელდება.

სენაკის მერიის ცნობით,ადგილობრივ მაცხოვრებელთა მიერ განისაზღვრა სოფლის პრიორიტეტები, რისთვისაც 32 000 ლარი გამოიყო: მუხურის უბანში – ორი ჭაბურღილის კეთილმოწყობა;მუხურის უბანში – სანიაღვრე არხის ამოწმენდითი სამუშაოების ჩატარება;
მუხურის უბანში – მგზავრთა მოსაცდელის მოწყობა;მუხურის უბანში – მინი სპორტული მოედნის რეაბილიტაცია; მუხურის უბანში – გარე განათების ქსელის მოწყობა; მუხურის უბანში – სტადიონის შემოღობვა და კეთილმოწყობა; საწოწერიოს უბანში – შიდა საავტომობილო გზის მოხრეშვა-მოშანდაკება; მეურნეობის უბანში – საავტომობილო გზის მოხრეშვა-მოშანდაკება 3კმ. მანძილზე.