ოზურგეთის სოფელ გაღმა დვაბზუდან სოფელ ბახვის ცენტრალურ გზამდე გზას აგებენ

523

ოზურგეთის მუნიციპალიტეტის სოფელ გაღმა დვაბზუდან სოფელ ბახვის ცენტრალურ გზამდე 2 260 გრძივი მეტრი საავტომობილო გზის ასფალტო-ბეტონის საფარით მოწყობა მიმდინარეობს.

სამუშაოების ღირებულება, რომელიც რეგიონებში განსახორციელებელი პროექტების ფონდისა და ადგილობრივი ბიუჯეტის თანადაფინანსებით მიმდინარეობს, 738 992 ლარს შეადგენს.

ოზურგეთის მერიის ინფორმაციით, ინფრასტრუქტურული სამუშაოები, რომელსაც შპს “პალადა“ აწარმოებს, ნოემბრის თვეში დასრულდება.