ხაშურის დაბა სურამში, ბეკმისა და გვერდისუბნის დასახლებებში, გზების კეთილმოწყობა მიმდინარეობს

994

ხაშურის მუნიციპალიტეტის დაბა სურამში, ბეკმისა და გვერდისუბნის დასახლებებში, გზის მოასფალტება მიმდინარეობს.

როგორც მუნიციპალიტეტის მერიაში განმარტავენ, აღნიშნული პროექტით 1 500- ზე მეტი ადგილობრივი მოსახლე და დამსვენებელი ისარგებლებს, რაც მათ საყოფაცხოვრებო პირობებს მკვეთრად გააუმჯობესებს.

“პროექტი ორწლიანია, მთლიანად მუნიციპალური ბიუჯეტიდან ფინანსდება და ჯამში 960 555 ლარს ითვლის”, – ამბობენ ხაშურის მერიაში.