სოციალურად დაუცველ 52 ოჯახს რუსთავში საცხოვრებელი ბინები გადასცეს

274

რუსთავში სოციალურად დაუცველმა, თავშესაფრის მაძიებელმა, 52 ოჯახმა საცხოვრისი მიიღო.

სოციალური საცხოვრისის მშენებლობა, მე-11 მიკრორაიონში, რუსთავის მერიამ 2018 წლის აპრილში დაიწყო და 2019 წლის მარტში დაასრულა.

“2019 წლის თებერვალში, მერის მრძანებით შეიქმნა “ქალაქ რუსთავის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე რეგისტრირებულ უსახლკარო პირთა დროებითი საცხოვრისით უზრუნველყოფის კომისია“, რომელშიც ადგილობრივი მედიასაშუალებების, არასამთავრობო სექტორის, მერიის სოციალური სამსახურის წარმომადგენლები და ქალაქის საკრებულოს წევრები მუშაობდნენ.

2018 წლის დეკემბერში, საკრებულომ “ქალაქ რუსთავის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე უსახლკარო პირების რეგისტრაციისა და მათი დროებითი საცხოვრისით უზრუნველყოფის წესი“ დაამტკიცა, განისაზღვრა კრიტერიუმები, რომლის მიხედვითაც ბენეფიციართა შერჩევა მოხდებოდა. კომისიამ საკრებულოს მიერ დადგენილი კრიტერიუმების მიხედვით, შეარჩია სოციალურად დაუცველი, თავშესაფრის მაძიებელი 52 რუსთაველი ოჯახი. რუსთავში სოციალურად დაუცველთა საცხოვრისით უზუნველყოფა, სპეციალურად მათთვის მუნიციპალიტეტის მიერ აშენებული ფართით პირველად ხდება”, – განმარტავენ მერიაში.

მათივე ცნობით, საცხოვრისის მშენებლობა ცენტრალური ბიუჯეტიდან დაფინანსდა და მისმა ღირებულებამ 800 097 ლარი შეადგინა.