ორწლიანი ლოდინის შემდეგ მარნეულის სოფელ საიმერლოში ბავშვებს ახალი ბაღი აქვთ

72

წინა სტატია

სოფელ საიმერლოს ახლადაშენებული საბავშვო ბაღი 15 ოქტომბერს ოფიციალურად გაიხსნა.

მარნეულის მერიის ინფორმაციით, ორსართულიანი შენობას სრულიად ახალი ინფრასტრუქტუაა აქვს. მეორე სართულზე საბავშვო ჯგუფებთან ერთად განთავსდა ადმინისტრაციული სათავსები და საღონისძიებო დარბაზი. შენობა ადაპტირებულია შეზღუდული შესაძლებლობის მოქნე პირებისთვის.

ბაღის გახსნის ცერემონიას ადგილობრივი თვითმმართველობის პირები და ქვემო ქართლში სახელმწიფო რწმუნებული შოთა რეხვიაშვილი ესწრებოდა. მარნეულის მერის ზაურ დარგალის თქმით, სკოლამდელი განათლების მიღება ყველა ბავშვისთვის უნდა გახდეს ხელმისაწვდომი.

მუნიციპალური განვითარების ფონდის მხარაჭერით მარნეულში დაგეგმილია ბაღების მშენებლობა. ჩვენ შემდეგი წლისთვის ვგეგმავთ ერთ-ერთ ბაღში კორპუსის დამატებას და არსებული ოთახების სრულად რეაბილიტასციას, რაც ახალ ბიუჯეტში იქნება გათვალისწინებული. გავაგრძელებთ ამ მიმართულებით მუშაობას, რომ თითოეულ ბავშვს მარნეულში ჰქონდეს საშუალება იაროს ახალ, გარემონტებულ, თანამედროვე საბავშვო ბაღში,“ – აცხადებს ზაურ დარგალი.

ქვემო ქართლში სახელმწიფო რწმუნებულმა შოთა რეხიაშვილმა თქვა, რომ ქვემო ქართლის მასშტაბით საბავშვო ბაღების მშენებლობა ინტენსიურად მიმდინარეობს:

„სოფელ საიმერლოში ძალიან დიდი საჩუქარი მიიღეს ბავშვებმა და სკოლამდელი აღზრდის დაწესებულების პედაგოგებმა, აღმზრდელებმა, მშობლებმა. მე ვულოცავ დღევანდელ დღეს. ძალიან საჭირო სერვისი მივაწოდეთ. მუნიციპლიტეტის დაფინანსებით 600 000 ლარის ფინანსური ინვესტიცია განხორციელდა და 120 ბავშვზე სრულიად თანამედროვე ბაღი გაიხსნა. ეს არის გარანტია იმისა, რომ ბავშვები სკოლამდელი აღზრდის ძალიან ხარისხიან განათლებას მიიღებენ და მოემზადებიან განათლების უმაღლესი მწვერვალებისთვის“.

საიმერლოში ახალი საბავშვო ბაღის მშენებლობა შენობის ავარიული მდგომარეობის გამო გახდა საჭირო. ორი წლის განმავლობაში, 100-მდე აღსაზრდელი ამავე სოფლის ერთ-ერთ კერძო სახლში იყო შეფარებული.

მუნიციპალიტეტში ამჟამად 14 საბავშვო ბაღი მუშაობს, რაც მარნეულის მასშტაბით სკოლამდელი განათლების მიღებას ვერ უზრუნველჰყოფს. მაგალითად, წელს არასაკმარისი ადგილების გამო, 200 აღსაზრდელი სარეზერვო სიაშია.