მოსახლეობა ველისციხე-მუკუზნის გზაზე შეჩერებულ სამუშაოებს აპროტესტებს

1025

რამდენიმე კვირაა გურჯაანში ველისციხე-მუკუზნის გზის მონაკვეთზე ასფალტის საფარი მოხსნილი და სამუშაოები შეჩერებულია. ამის შესახებ ინფორმაციას გურჯაანის ტელევზია ავრცელებს.

მოსახლეობის ინფორმაციით, მიტოვებული სამუშაოების გამო მოძრაობა ფერხდება და საავარიო სიტუაციები იქმნება.

გარდა ამისა , მათ მტვერიც აწუხებთ, ისინი სამუშაოების განახლებას და ასფალტის დროულად დაგებას ითხოვენ. როდის დაიწყება გზის სარეაბილიტაციო სამუშაოები საავტომობილო გზების დეპარტამენტში დღეს კომენტარი არ გააკეთეს.