ქუთაისის მერია “შავი პრინცის” სახელობის სკვერის გახსნაზე მსჯელობს

508

ქუთაისში N13 საჯარო სკოლის მიმდებარე ტერიტორიაზე, შეასაძლოა, “შავი პრინცის ” სახელობის სკვერი გაიხსნას. “შავი პრინცის” სახელობის  სკვერის გახსნის ერთ-ერთი ინიციატორი ქუთაისელი სალომე ასათიანია. ინფორმაციას ქუთაისი პოსტი ავრცელებს.

”სკვერის გახსნის იდეა “შავი პრინცის” ძმას ეკუთვნის, მერიისგან გვაქვს მხარდაჭერა, უახლოეს დღეებში სკვერის გახსნის ინიციატორები და მერიის წარმომადგენლები უნდა შევხვდეთ ერთმანეთს”,-ამბობს სალომე ასათიანი.

ქუთაისი მერიაში განამარტავენ, რომ  “შავი პრინცის” სახელობის სკვერის გახსნა ჯერჯერობით განხილვის დონეზეა.