სამტრედია-გრიგოლეთის გზაზე ჯაპანა-ლანჩხუთის 14-კილომეტრიანი მონაკვეთი 2020 წელს გაიხსნება

872

წინა სტატია

სამტრედია–გრიგოლეთის გზის 18.5-კილომეტრიანი მონაკვეთის მშენებლობის ფარგლებში, 2020 წელს ყველაზე მჭიდროდ დასახლებული მონაკვეთი, ჯაპანიდან-ლანჩხუთის ცენტრამდე მისასვლელი ახალი გზა გაიხსნება. საავტომობილო გზების დეპარტამენტის ინფორმაციით, ამ დროისთვის, სამშენებლო სამუშაოები აქტიურ რეჟიმში მიმდინარეობს.

სამტრედია–გრიგოლეთის მეორე მონაკვეთის მშენებლობის პროექტი 18.5 კილომეტრიანი ოთხზოლიანი ასფალტ–ბეტონის გზის, 16 სახიდე გადასასვლელის, მათ შორის 3 სატრანსპორტო კვანძის (გზაგამტარი), წყალგამტარი მილებისა და მიწისქვეშა გასასვლელების მშენებლობას ითვალისწინებს. პროექტის მიზანია, ქვეყნის მასშტაბით ყველაზე მაღალი ინტენსივობის საერთაშორისო მნიშვნელობის გზაზე მზარდი სატრანსპორტო ნაკადების გამტარუნარიანობის, უსაფრთხო საავტომობილო მგზავრობისა და შეუფერხებელი სატრანზიტო მიმოსვლის უზრუნველყოფა.

სამტრედია-გრიგოლეთის საავტომობილო გზის მეორე მონაკვეთი გურიის რეგიონში ლანჩხუთსა და ლანჩხუთის მუნიციპალიტეტის სოფლებს: ჯაპანასქვიანსნიგოითსა და ქვემო შუხუთს გაივლის. პროექტის  სახელშეკრულებო ღირებულება 254 მილიონ ლარს შეადგენს. სამუშაოებზე 400-მდე ადამიანია დასაქმებული“, – ნათქვამია საავტომობილო გზების დეპარტამენტის ინფორმაციაში.

გზების დეპარტამენტის ცნობით, სამუშაოები ასევე მიმდინარეობს, სამტრედია-გრიგოლეთის გზის პირველ და მეოთხე მონაკვეთებზე, ხოლო მესამე მონაკვეთზე სადაც ვალდებულებების შეუსრულებლობის გამო კონტრაქტორს ხელშეკრულება შეუწყდა, სატენდერო დოკუმენტაციის მომზადება და დონორ ორგანიზაციასთან მოლაპარაკება მიმდინარეობს ტენდერის ხელახლა გამოსაცხადებლად.