17 პროექტი, რომელიც ბათუმის მთავრობამ ვერ გააკეთა – ოპოზიციის აქცია ფოტოებით

75

ხულო-გოდერძის გზა, ბათუმის 27-ე საბავშვო ბაღი, იაფი სახლი, რესპუბლიკური საავადმყოფო – აჭარის მთავრობის სახლთან „ნაციონალური მოძრაობის” წევრებმა საპროტესტო აქცია გამართეს და 17 ინფრასტრუქტურული პროექტი გამოფინეს. ინფორმაციას ტვ25 ავრცელებს.

“ნაციონალურ მოძრაობაში“ აცხადებენ, რომ აჭარაში, 2012 წლოდან დღემდე, 30 – ზე მეტი პროექტი ან უხარისხოდ, ან კიდევ საერთოდ არ შერულებულა. შედგად კი  მათი თქმით, ჯამში 250 მილიონი ლარი წყალში გადაიყარა. პოლიტიკური ოპონენტები ხელისუფლებას უუნაროებთან ერთად, კორუმპირებულებსაც უწოდებენ.

როგორც აქციის მონაწილეები აცხადებენ, აღნიშნული პროექტებისთვის ბიუჯეტიდან თანხა გამოიყო, თუმცა ისინი არ განხორციელებულა.

როგორც „ნაციონალური მოძრაობის” წევრი რეზო ხარაზი აცხადებს, „ქართულმა ოცნებამ” აჭარის ბიუჯეტიდან მილიონობით ლარი მოიპარა.

„პირველი ეტაპი პროექტების გაზაფხულზე შევისწავლეთ, სადაც განუხორციელებელი ინფრასტრუქტურული პროექტებისთვის 100 მილიონი ლარი დაიხარჯა. ჩვენ ვაგრძელებთ ყველა იმ პროექტის შესწავლას, რისთვისაც ბიუჯეტიდან თანხები გამოიყო.

დღეს აჭარის მთავრობის სახლთან დამატებით 17 ახალი პროექტი წარმოვადგინეთ, რომლისთვისაც 150 მილიონი ლარი მთავრობამ დახარჯა და შედეგი არის ნული. ეს არის ხალხისთვის მოპარული ფული და ამ ფულით გაზულუდა „ქართული ოცნება”, – განაცხადა რეზო ხარაზმა.