ისნის რაიონში 7 სადარბაზოს რეაბილიტაცია ჩაუტარდა

964

ისნის რაიონის გამგეობამ ბინათმესაკუთრთა ამხანაგობების დაფინანსების პროგრამის ფარგლებში, ავლაბარში შვიდი სადარბაზოს რემონტი განახორციელა. მათ შორის, სარემონტო სამუშაოები ჩატარდა აწყურის N4ბ კორპუსის I სადარბაზოში, ლეხ კაჩინსკის ქუჩა N10-ის I, II, III და ქეთევან წამებულის გამზირი N90 კორპუსის II, III, IV სადარბაზოებში.

“ბინათმესაკუთრეთა ამხანაგობების აღნიშნული პროექტები, ისნის რაიონის გამგეობამ 42 747 ლარით დააფინანსა. გარდა ამისა, მიმდინარე წელს ისნის გამგეობამ, ბინათმესაკუთრეთა ამხანაგობების დაფინანსებით, სულ 138 პროექტი განახორციელა, რომლისთვისაც ბიუჯეტიდან 2 103 400 ლარი დაიხარჯა”, – განმარტავენ გამგეობაში.