ნაძალადევში წყლის მილის დაზიანების შედეგად ქუჩები დაიტბორა

433

თბილისში, ნაძალადევის რაიონში გულრიფშის ქუჩაზე წყლის მილის დაზიანების შედეგად ქუჩები დაიტბორა. ინფორმაციას ტელეკომპანია იმედი ავრცელებს.

ადგილობრივების თქმით, დილით 9-ის ნახევარზე ძლიერი ხმაური გაისმა, რის შემდეგაც წყლის მძლავრმა ნაკადმა მიმდებარე ქუჩები ჩამორეცხა. შედეგად საცხოვრებელი სახლების პირველი სართულები და სარდაფები დაზიანდა.

ამ დროისთვის ადგილზე ​ GWP-ის თანამშრომლები მუშაობენ. ისინი წყლის ამოტუმბვით სამუშაოებს ახორციელებენ.

„ჯორჯიან უოთერ ენდ ფაუერის“ ტექნიკური დირექტორის მოადგილე ზურაბ ალფაიძე აცხადებს, რომ ნაძალადევის რაიონში მაგისტრალური მილის დაზიანების აღმოფხვრა დაახლოებით 22:00 საათისთვის იგეგმება.